ინფორმაციული
და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლის ეკა მაძღარაშვილის წრის
მუშაობის
რეფლექსია
ისტ დამატებითი გაკვეთილების ჩატარება
გადავწყვიტე ბავშვების თხოვნისა და საჭიროებიდან გამომდინარე.მოტივაცია იყო
მათთვისაც, დაინტერესება და მხარდაჭერა მქონდა მშობლებისგანაც, რისთვისაც
მადლობელი ვარ მათი. დამატებითი
გაკვეთილების წარმართვისათვის ეფექტური
და მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების დადგენა.
ეს სამუშაოს წარმატების, მოსალოდნელი პრობლემის გადაჭრისა და ინიციატივის განხორციელების
ერთ–ერთ წინაპირობად მიმაჩნია.
დაგეგმილი აქტივობები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თავი მოუყარონ
არსებულ ცოდნას, შეიძინონ ახალი, გამოიყენონ ეს ცოდნა სხვადასხვა
გაკვეთილებზე, გამოავლინონ ტექნოლოგიების ცოდნის საუკეთესო უნარ – ჩვევები...
რეფლექსიის
გამოყენება და მისი ანალიზი მეხმარება, უფრო ეფექტიანად დავგეგმო ახალი სამუშაო,
რომელსაც მეორე სემესტრში ვაპირებ განვახორციელო. მუშაობის პროცესში გამოვლენილი
სუსტი მხარეები კი, შემიძლია გამოვასწორო მომავალ სემესტრში, რეფლექსია მეხმარება უკეთესად მოვაგვარო ის პრობლემები,
რომლებსაც აღმოვაჩენ და გადავჭრა
პრობლემები, რომელთა არსებობა არც კი მქონდა გათვითცნობიერებული რეფლექსიის
გაკეთებამდე.
შევიმუშავე პროგრამა, გავწერე დროზე, დავგეგმე რა რესურსებითა და სწავლების
ორგანიზების ფორმატში ვიმუშავებდი მათთან. შევიმუშავეთ ქცევის წესები, რომელთა
დაცვა უზრუნველყოფდა ეფექტურ მუშაობას და საკლასო გარემოს ორგანიზებას. ვმუშაობდით გუნდურად, ჯგუფურად,
ინდივიდუალურად. მოვიძიე რესურსები, სახელმძღვანელოები, დამხმარე ლიტერატურა.
დავგეგმეთ როგორი აქტივობებით ჩავატარებდით თითოეულ შეხვედრას.
საინტერესო და შემოქმედებითი იყო შეხვედრები. გამოიკვეთა სუსტი და ძლიერი
მხარეები. მასალის მრავალფეროვნების გამო წავაწყდით სირთულეებს, თუმცა ინტერნეტი
გვიწევდა ეფექტურ დახმარებას. სხვადასხვა ინტერნეტ რესურსები და ტექსტები
საშუალებას გვაძლევდა პრობლემები დაგვეძლია.
ამ დამატებითი მეცადინეობის წყალობით მე,
როგორც მასწავლებელმა შევიძინე გარკვეული გამოცდილება და ჩემმა მოსწავლეებმა
შეძლეს სოციალური ადაპტაცია. დაგეგმილმა აქტივობებმა მოსწავლეებს აუმაღლა
მოტივაცია. გაუუმჯობესდათ დამოუკიდებელი
მუშაობის უნარ-ჩვევები, გაუღრმავდათ კომუნიკაციის, მეგობრობის,
გულშემატკივრობის თვისებები.
ვთვლი,
რომ გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები შევასრულეთ. ბავშვების წარმატება
მასწავლებლის წარმატებაა. გაიზარდა მათი ინტერესები და მოტივაცია. მიზნად დაისახეს
მომავალში უკვე გამოცდილებით და მეტი
ცოდნით შეიარაღებულებმა უფრო გააღრმაონ თავიაანთი ცოდნა.
დაგეგმილი აქტივობების განხორციელება დამეხმარა ინფორმაციის
წვდომის თვალსაზრისით
დავკვირვებოდი თითოეულ
მოსწავლეს ინდივიდუალური/ჯგუფური
მუშაობის დროს,
თითოეულთან ინფორმაციის
მიღების ორივე
ფორმით - ( ვერბალურით
და ვიზუალურით) სასწავლო მასალის
მიწოდებით უკეთეს
შედეგზე გავსულიყავი.
საპრეზენტაციო სლაიდ-შოუებმა
და ინტერნეტით მოძიებულმა
მასალებმა ხელი შეუწყო
მოსწავლეებში ყურადღების
კონცენტრაციას და
როგორც მინი-კითხვარის
(რეფლექსიის) შევსებით, მოსწავლეთა
მხრიდან აღინიშნა,
მსგავსი ფორმატით
მიწოდებული მასალა
მათთვის ბევრად საინტერესოა და
დამახსოვრების ხარისხიც
მაღალია.სწავლების
ასეთი ფორმა
არის ინტერაქტიური
და მოსწავლეებს
საშუალება მისცა
აქტიურად ჩართულიყვნენ
მუშა პროცესში.
ამ აქტივობებმა
მონაწილეებს გაუღვიძა
ინტერესი და
სურვილი მომავალში უფრო მეტი რამ შეისწავლონ საოფისე პროგრამებიდან.
Comments
Post a Comment