V-VI კლასის გაერთიანებული ჯგუფის მუშაობის დღიური


წრის მუშაობის დღიური V-VI კლასი
Wწრის მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს გავაცანი საწრეო მუშაობის გეგმა. შევაჯერეთ საკითხები, რომელთა შესწავლაც უნდოდათ. გეგმის შედგენისას გავითვალისწინე სასწავლო პროგრამა

     08. 10. 2019.
      მუშაობა დავიწყეთ ინფორმაციის გაცნობით თუ  როგორ ხდება ინფორმაციის გადაცემა,  გამოყენება.კითხვა-პასუხით მრავალფეროვანი ყოფითი მაგალითების განხილვის ფონზე მოსწავლეებმა შეძლეს გაეცნობიერებინათ, ინფორმაციის მნიშვნელობა.
ვნახეთ ვიდეო როგორ შეექმნათ საქაღალდე. მოსწავლეებმა შეასრულეს დავალება პრაქტიკულად .

   
    
15. 10. 2019
     დღევანდელი ჩვენი საწრეო მუშაობის არეალი განისაზღვრა მოსწავლეთა განსაკუ-თრებული ინტერესითა და თხოვნით.განვიხილეთ პროგრამა „3D Paint“-ის  გრაფიკული რედაქტორის ინსტრუმენტები . ვისწავლეთ 3D ფიგურების ხატვა, სურათების ჩასმა. ამის შემდეგ მივეცი დავალება  შექმნათ ნახატი „ცირკი“ . დავალებაზე სამუშაოდ აქტიურად გამოვიყენეთ სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება: პროექტორის საშუალებით ვანახე ცირკის სცენები, ბავშვებმა გაიხსენეს სხვადასხვა წარმოდგენები და თავისი აზრები გადმოიტანეს ნახატებში.
    მათ  კარგად გაართვეს თავი მიცემულ დავალებებს: დახატეს სხვადასხვა ცხოველები, ჯუნგლიორები, ცირკის სხვადასხვა სცენა.აღმოაჩინეს მსგავსება და განსხვავება 2D Paint-სა  და 3D Paint ს შორის  ვიმუშავეთ                                     
ü  ფუცლის ზომასა და მაშტაბის შცვლაზე
ü   ნახატის ფრაგმენტებზე 
ü   სიმეტრიული ფიგურების შექმნაზე
ü    ნახატში ტექსტი დაწერაზე
ü  ისწავლეს ნახატების შენახვა საქაღალდეში.
მოსწავლეები სვავდნენ კითხვებს და ასრულებდნენ შესაბამის დავალებებს. საწრეო მუშაობის პროცესში გამოითქვა აზრი, რომ ჩვენს მიერ პრაქტიკულად გაკეთებული დავალებები შეგვენახა მათ მიერ შექმნილ  საქაღალდეში და გვეჩვენებინა მშობლებისათვის.     

Comments