ელექტრონული რესურსის გამოყენების ინსტრუქცია რესურსი „რუკის ენა“ შექმნილია Vკლასის მოსწავლეთა დასახმარებლად,როდესაც იწყებენ რუკის წაკითხვას პირობითი ნიშნების გამოყენებით. არის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი. მიმართულება: დრო, სივრცე და ცვალებადობა საზ. მეც. დაწყ.(II).4. რუკის ლეგენდაში მოცემული პირობითი ნიშნების საშუალებით რუკაზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვა. რესურსი შექმნილია მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით. რესურსი ეხმარება მოსწავლეს უკეთესად აღიქვას საკითხი. პირველ რამოდენიმე სლაიდის საშუალებით მოსწავლე ეცნობა რუკის კატეგორიებს, გლობუსის წარმოშობის ისტორიას, ვახუშტი ბატონიშვილს, რომელმაც შექმნა პირველი ქართული გეოგრაფიული რუკები. ამ მიმოხილვის შემდეგ კი წარმოდგენილია ძალიან დეტალურად და გარკვევით თითოეული პირობითი ნიშანი. პირობითი ნიშნების გვერდით წარმოდგენილია პირობითი ნიშნის მოკლე და მარტივი განმარტებები. გამოყენებულია ფოტო-მასალა და შესაბამისი პირობითი ნიშანი. ბავშვებისათვის მასალა ვიზუალურად საინტერესოა და უადვილებს მოსწავლეებს რუკაზე მუშაობას, მასალის გააზრებას. ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და მოტივაციას. რესურსი შეიცავს მზა სააზროვნო კითხვებს და სამუშაო ცხრილებს, რომელიც დაგეხმარებათ მოსწავლეები ჩართოთ საკლასო სამუშაოში, ან ამუშაოთ დამოუკიდებლად. შეგიძლიათ რესურსის კორექტირება, სლაიდების დამატება ან წაშლა, საკუთარ მიზნებზე მორგება. რესურსი გამიზნულია საგანი „ჩვენი საქართველოს“ პედაგოგებისათვის. რესურსი ასევე შეუძლიათ გამოიყენონ გეოგრაფიისა და ბუნების საგნის მასწავლებლებმაც. დაგეხმარებათ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მიღწევაში. მადლობას მოგახსენებთ ნდობისთვის, რესურსის გამოყენებისათვის. პატივისცემით: ნანული ლოთიშვილი
ელექტრონული რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
ReplyDeleteრესურსი „რუკის ენა“ შექმნილია Vკლასის მოსწავლეთა დასახმარებლად,როდესაც იწყებენ რუკის წაკითხვას პირობითი ნიშნების გამოყენებით. არის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი.
მიმართულება: დრო, სივრცე და ცვალებადობა
საზ. მეც. დაწყ.(II).4. რუკის ლეგენდაში მოცემული პირობითი ნიშნების საშუალებით რუკაზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვა.
რესურსი შექმნილია მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით. რესურსი ეხმარება მოსწავლეს უკეთესად აღიქვას საკითხი. პირველ რამოდენიმე სლაიდის საშუალებით მოსწავლე ეცნობა რუკის კატეგორიებს, გლობუსის წარმოშობის ისტორიას, ვახუშტი ბატონიშვილს, რომელმაც შექმნა პირველი ქართული გეოგრაფიული რუკები. ამ მიმოხილვის შემდეგ კი წარმოდგენილია ძალიან დეტალურად და გარკვევით თითოეული პირობითი ნიშანი. პირობითი ნიშნების გვერდით წარმოდგენილია პირობითი ნიშნის მოკლე და მარტივი განმარტებები. გამოყენებულია ფოტო-მასალა და შესაბამისი პირობითი ნიშანი. ბავშვებისათვის მასალა ვიზუალურად საინტერესოა და უადვილებს მოსწავლეებს რუკაზე მუშაობას, მასალის გააზრებას. ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და მოტივაციას. რესურსი შეიცავს მზა სააზროვნო კითხვებს და სამუშაო ცხრილებს, რომელიც დაგეხმარებათ მოსწავლეები ჩართოთ საკლასო სამუშაოში, ან ამუშაოთ დამოუკიდებლად. შეგიძლიათ რესურსის კორექტირება, სლაიდების დამატება ან წაშლა, საკუთარ მიზნებზე მორგება. რესურსი გამიზნულია საგანი „ჩვენი საქართველოს“ პედაგოგებისათვის. რესურსი ასევე შეუძლიათ გამოიყენონ გეოგრაფიისა და ბუნების საგნის მასწავლებლებმაც. დაგეხმარებათ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მიღწევაში. მადლობას მოგახსენებთ ნდობისთვის, რესურსის გამოყენებისათვის.
პატივისცემით: ნანული ლოთიშვილი
ელექტრონული რესურსი რუკის ენა გამოვიყენე Vკლასში.რაც დამეხმარა ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ მიზნის მიღწევაში.
ReplyDeleteრესურსი ,,რუკის ენა'' გამოვიყენე, რამაც დახმარება გამიწია ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მიღწევაში.
ReplyDeleteელექტრონული რესურსი ,,რუკის ენა" საკმაოდ საინტერესო და კარგი საშუალებაა ესგ-ით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, მე ის არაერთხელ გამომიყენებია.
ReplyDelete